რა არის დომენი და რატომ არის იგი ასე მნიშვნელოვანი?

რა არის დომენური სახელი?

მარტივი ტექნიკური გაგებით დომენური სახელი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, მისამართი, რომელიც მიუთითებს თქვენს საითზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. მისი მეშვეობით ყველას შეუძლია ინტერნეტში თქვენი საითის ან ელ-ფოსტის მოძებნა. ინტერნეტ სისტემა თავის მხრივ დომენურ სახელს სპეციალური წესით დალაგებულ ციფრებში გადაიყვანს ანუ IP-ში, მაგალითად, 123.123.123.123 და ასე აღიქვამს მას. რათა ნებისმიერი დომენური სახელი მუშაობდეს და შეგეძლოთ საითის ნახვა იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტზე და უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP.

მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ რეალურ ცხოვრებასთან, დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო მისამართი, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ მოგძებნით; ჰოსტინგი არის მიწის ფართი; ხოლო ვებ საითი არის შენობა, რომელიც განთავსებულია ამ მიწის ფართზე. ამიტომ ეს სამივე კომპონენტი შეუცვლელია და უპირობოდ აუცილებელი.

რას ნიშნავს დომენური სახელის კუთვნილება?

ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომენური სახელის მყიდველს, მაგალითად .com, .org, .net, .info, .biz და სხვა რამდენიმე, აქვს დომენური სახელის ფლობის, სარგებლობისა და გასხვისების (გაყიდვის) უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მინიმალური პერიოდია 1 წელი, ხოლო მაქსიმალური 10 წელი. თუმცა მის მფლობელს ყოველთვის აქვს უფლება განაახლოს საკუთრების უფლება რამდენჯერაც მას სურს. (აქ სპეციალურად ვახსენეთ ზოგადი გლობალური გაფართოების დომენური სახელი, რადგან წესები განსხვავებულია სპეციალური და ქვეყანაზე დამყარებული გაფართოების მქონე დომენურ სახელებზე, მაგ. .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it და ა.შ. მათ ყველას თავ-თავისი წესები აქვთ, რომლებიც უფრო მკაცრია ვიდრე ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომენური სახელების შემთხვევაში. მაგალითად, .ge ანუ ქართული გაფართოების დომენური სახელის შეძენის შემთხვევაში თქვენ უფრო შეზღუდული უფლებები გაქვთ, კერძოდ, თქვენ უნდა იყოთ საქართველოს იურიდიული ან ფიზიკური პირი და მოგენიჭებათ მხოლოდ ფლობის და სარგებლობის უფლება და არანაირი გასხვისების (გაყიდვის) უფლება, არც სხვაზე გაჩუქების უფლება. ამავე დროს შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ 1 წლის ვადით, რის მერე ისევ უნდა განაახლოთ იგი)

რა სიმბოლოები და რამდენი სიმბოლოა დასაშვები დომენურ სახელში?

დომენური სახელი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ასოების, ციფრების და დეფისისგან ”-”. მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 63 სიმბოლოს.

რას ნიშნავს დომენური სახელის დონეები?

დონეები განისაზღვრება დომენური სახელის მარჯვნიდან მარცხნივ ”წერტილით” გამოყოფით. ათვლა იწყება მარჯვნიდან მარცხნივ, მაგალითად order.avangardhosting.com -ის შემთხვევაში, com არის 1-ლი დონის დომენი ანუ უმაღლესი დონის დომენი (top-level domain – TLD), მას სხვაგვარად გაფართოებას ან ზონას უწოდებენ; avangardhosting არის მე-2 დონის დომენი; ხოლო order მე-3 დონის დომენი. მე-3 და უფრო მაღალ დომენებს უწოდებენ ასევე ქვედომენს ანუ subdomain.

რა ძირითად კატეგორიებად იყოფა უმაღლესი დონის დომენები ანუ გაფართოებები?

ძირითადად მათ ყოფენ 3 მთავარ კატეგორიად:

- გლობალური ანუ ზოგადი: .com, .org, .net, .info, .biz, ...
- სპეციალური: .mobi, .tv, .aero, .museum, .travel, ...
- ქვეყანაზე დამყარებული: .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it, ...

რჩევა: აქვე მოგცემთ რჩევას თუ რომელი გაფართოება გამოვიყენოთ. სასურველია შევიძინოთ და გამოვიყენოთ ყველგან მიღებული, პოპულარული, პრესტიჟული და მოქნილი გაფართოების მქონე დომენები, ასეთები კი ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომენებია. გლობალური გაფართოების მქონე დომენებს ბევრი უპირატესობა გააჩნიათ, ვიდრე სპეციალური და ქვეყანაზე დამყარებულ გაფართოების დომენებს, თუმცა არის სპეციალური გამონაკლისი შემთხვევებიც. სტრატეგიულად მოაზროვნე პირები რამდენიმე დომენს ერთდროულად ყიდულობენ ხოლმე და ამით მოგებას ნახულობენ.

ვინ არეგულირებს დომენურ სახელებს მსოფლიოში?

დომენური სახელების ფლობის, სარგებლოს და გასხვისების პროცესს არეგულირებს - სახელებისა და ნომრების მიკუთვნების საერთაშორისო კორპორაცია - ICANN (Internet Corporation for Assigned Names and Numbers).

რა ღირს დომენურ სახელი?

დომენური სახელის ნომინალური ღირებულება ანუ თვითღირებულება არის დაბალი და მას ჩვენს სპეციალურ გვერდზე იხილავთ http://www.avangardhosting.com/domain_registration.htm , თუმცა არიან დომენური სახელებით მოვაჭრე ინდივიდები თუ ფირმები, რომლებიც დომენურ სახელებს ყიდულობენ იმისათვის, რომ მოგვიანებით გაყიდონ უფრო ძვირად ანუ საბაზრო ფასში. ეს არის მათი ბიზნესი, მათ უწოდებენ დომენერებს, ხოლო ამგვარ ბიზნესს დომენინგს. სტრატეგიულად მოაზროვნე დილერები წინასწარ განჭვრეტენ თუ რომელი დომენური სახელი შეიძინონ, ვთქვათ 10-20 დოლარად, და გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ისინი მას რამდენიმე ათას დოლარად ყიდიან, და შედეგად, მაღალ მოგებას იღებენ ამ საინვესტიციო გარიგებიდან. მსოფლიოში ცნობილი მაგალითებია: sex.com - 14 მლნ. დოლარად გაიყიდა, business.com – 7,5, altavista.com – 3,3,  wine.com – 2,9 !

რატომ არის დომენური სახელი ასე მნიშვნელოვანი?

გარდა იმისა, რომ დომენური სახელი თქვენთან და თქვენს ორგანიზაციასთან დაკავშირების საშუალებაა ანუ ინტერნეტ მისამართია, მას აქვს ინფორმაციული და მარკეტინგული დატვირთვა.

თქვენი დომენური სახელი ერთადერთია მთელს მსოფლიოში. თვენი სახელი და გვარით მსოფლიოში კი არა, არამედ თქვენსვე ქალაქში კი შეიძლება სხვები იყვნენ, ასევე თქვენი ორგანიზაციის და კომპანიის დასახელებით, მაგრამ თქვენი დომენური სახელი არის მთელს მსფლიოში უნიკალური და იგი მხოლოდ თქვენია.

დომენური სახელი თქვენ და თქვენს ორგანიზაციას ნდობას მიანიჭებს. როცა გაქვთ საკუთარი დომენური სახელი თქვენ და თქვენი ორგანიზაცია გამოიყურება პროფესიონალურად. თუ თქვენ გამოაქვეყნებთ თქვენს საითს ინტერნეტ პროვაიდერის ან უფასო ჰოსტინგის მეშვეობით და თანაც თქვენი მისამართი იქნება რაიმე ამის მსგავსი: www.yourisp.com/yourorganization ან www. yourorganization.yourisp.com მაშინ, თქვენ აუცილებლად ნდობას დაკარგავთ თქვენი პარტნიორებისა და კლიენტების თვალში. თქვენი პარტნიორებმა და კლიენტებმა აუცილებლად გაიფიქრებენ: თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი ან საშუალება შეიძინოთ სასურველი დომენური სახელი, მაშინ საეჭვოა თქვენ ოდესმე რაიმეში ფული გადაიხადოთ ან შექმნათ რაიმე ღირებული პროდუქტი ან მომსახურება!

დომენური სახელი ხაზს უსვამს იმას რომ თქვენ ხართ პროგრესულად მოაზროვნე. გაქვთ რა საკუთარი დომენური სახელი თქვენ წარმოჩინდებით, როგორც თანამედროვე ციფრული რევოლუციის მონაწილე და რომ არ ჩამორჩებით თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს. დომენური სახელი თქვენ და თქვენს საქმიანობას უფრო მოწინავეს გამოაჩენს ვიდრე თქვენს კონკურენტს.

საკუთარი დომენური სახელი მოქნილს და მობილურს გახდის თქვენს არსებობას ინტერნეტში. თქვენი დომენური სახელი თქვენი კუთვნილებაა და სადაც არ უნდა გადაიტანოთ საითი იგი ყოველთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიჯაჭვული იქნებით ერთ ინტერნეტ პროვაიდერს ან ჰოსტინგ კომპანიას, და ყოველი გადასვალა სხვაგან დაგაკარგვინებთ ძველ მისამართს და შესაბამისად პარტნიორებს, კლიენტებს და ვიზიტორებს; რაც სერიოზულად დაგაზარალებთ.

სწორედ შერჩეულ დომენურ სახელს შეუძლია მოიზიდოს ბევრი მნახველი, კლიენტი. ვთქვათ თუ თქვენ რაიმეს აწარმოებთ და თქვენი უმნიშვნელოვანესი პროდუქციის დასახელებაზე შეიძენთ დომენურ სახელს ან სახელებს, თქვენი და თქვენი ორგანიზაციის მნახველთა და პოტენციურ კლიენტთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

დომენური სახელი გააძლერებს თქვენს ბრენდს. თუ თქვენი დომენური სახელი ემთხვევა თქვენი ორგანიზაციის დასახელებას, მაშინ იგი აადვილებს კლიენტების მიერ მის დამახსოვრებას და მათ თქვენთან დაბრუნებას. ასევე ეს გააიოლებს მოსახლეობაში არაფორმალური ფორმით თქვენს ორგანიზაციაზე ინფორმაციის გავრცელებას, იგულისხმება ნაცნობ-მეგობრები.

ყველა ცდილობს, რომ თავის სახელი, გვარი, კომპანიის დასახელება, ორგანიზაციის დასახელება, პროდუქციის დასახელება და სხვა იოლად დასამახსოვრებელი სიტყვა ან სიტყვები აიღოს დომენურ სახელად. კარგად შერჩეული დომენური სახელი რეკლამის, პოპულარობის, კლიენტებისა და ვიზიტორების მოზიდვის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. კარგი და მოკლე დასახელების დომენური სახელების რაოდენობა დღითიდღე მცირდება, აბა წარმოიდგინეთ რამდენს აქვს სურვილი ქონდეს ისეთი პოპულარული დომენური სახელის ქონის სურვილი, როგორიცაა ბუსინესს.ცომ, მაგრამ იგი მხოლოდ ერთია და უკვე შეძენილია, ამ პოპულარობის გამო მასში მყიდველმა 6.7 მლნ. გადაიხადა!

რატომ უნდა გამოიჩინოთ წინდახედულება და იჩქაროთ დომენური სახელის შეძენა?

დომენური სახელების რაოდენობა თანდათან მცირდება და ყოველდღე არის არის იმის მაღალი ალბათობა, რომ დღეს თავისუფალი დომენური სახელი ხვალ ვინმემ დაიკავოს. ამ შემთხვევაში თქვენ შანსი გაუშვით ხელიდან და მას თქვენ ან აღარავინ დაგითმობთ ან მოგყიდიან 1000-ჯერ მეტ ფასად. ამიტომ სასურველ დომენურ სახელს როგორც კი ნახავთ თავისუფალს იგი მაშინვე უნდა შეიძინოთ და რეზერვში გქონდეთ, თუნდაც 1 ან 2 წლის მერე განათავსოთ ვებ საიტი. დომენი არის კარგი სტრატეგიული აქტივი და მომგებიანი ინვესტიცია, რადგან მისი ფასი მნიშვნელოვნად მატულობს.

თავისუფალი დომენური სახელები შეგიძლიათ მოძებნოთ აქ http://www.avangardhosting.com/crm/domainchecker.php

  • 69 Users Found This Useful
Was this answer helpful?

Related Articles

Can I add an A record to my DNS server to point to your servers?

Yes, you can do this provided you know the IP address for the server where you are hosted. This...

Can I Have My Contact Information Removed From Whois?

Your valid contact information is required for domain registration. By default, that information...

Can I transfer my existing domain to Avangard Hosting?

Yes, you can. We do not require you to transfer your domain name registration for us to be your...

I no longer want my old domain but want to keep the space and use it for something esle. How can I change my domain name?

We can change your primary domain name on your account. There is no charge. You will need to...

What should I set my technical contact to with my registrar if my site is hosted at AvangardHosting?

First Name: System Last Name: Admin Organization Name: Avangard Hosting, Inc. Street Address:...

Powered by WHMCompleteSolution