.ge ანუ .გე დომენის რეგისტრაცია

.ge ზონაში ანუ ქართული დომენური სახელების ოფიციალური რეგისტრატორია მხოლოდ ერთი ორგანიზაცია - „საქართველოს ინტერნეტის განვითარების ჯგუფის" ანუ სიგჯ. .ge დომენის რეგისტრაციის ოფიციალური ფასია 30 ლარი წელიწადში.

 

სიგჯ-ის მიერ გაიცემა ასევე მეორე დონის დომენებიც, რომლებიც არის სრულიად უფასო, მაგრამ მათი დანიშნულება წინასწარ განსაზღვრულია, კერძოდ:

.com.ge -  მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისათვის;
.edu.ge -  მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
.gov.ge -  მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის;
.org.ge -  მხოლოდ არაკომერციული  ორგანიზაციებისათვის;
.mil.ge-  მხოლოდ სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციებისათვის;
.net.ge -  მხოლოდ ორგანიზიციებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან ქსელურ პროექტებს;
.pvt.ge -  მხოლოდ კერძო პირებისათვის.

 

სიგჯ -ის ოფიციალური მოთხოვნაა, რომ დომენის შესაძენად თავად გამოცხადდეთ მათთან, და

  1. წარუდგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  2. ჩააბაროთ თქვენს მიერ შევსებული .გე დომენის რეგისტრაციის ფორმა (ამ ფორმის შევსება შეგიძლიათ მათ ოფისშიც);
  3. და ასევე, წარუდგინოთ შერჩეული დომენისთვის წინასწარ შეძენილი ჰოსტინგის NS-ები ანუ სერვერზე ამ დომენის გაწერის დადასტურება (ამას ავტომატურად მიიღებთ AvangardHosting.Com–ზე კონკრეტულად ამ დომენისთვის ჰოსტინგის შეძენით).

 

.ge დომენის რეგისტრაციის პროცესი მოითხოვს 7 სამუშაო დღეს.

 

სიგჯ-ის რეკვიზიტები:

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71 (მეტრო "ვაჟა-ფშაველა"-სთან)
ტელეფონი: 97 00 37
ფაქსი: 93 60 13
ელ.ფოსტა: info@nic.ge
ვებ გვერდი: nic.net.ge

 

 

.ge ანუ .გე დომენის რეგისტრაციის პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

1. ამოწმებთ თავისუფალია თუ არა თქვენთვის სასურველი .ge დომენის.

შემოწმება ხდება ამ გვერდზე www.nic.net.ge . ველში „შეამოწმეთ თავისუფალი დომენი" შეგყავთ სასურველი დომენის დასახელება და დააწკაპუნებთ ღილაკზე „შემოწმება". თუ დომენის თავისუფალია გამოვა შეტყობინება „არც ერთი ჩანაწერი არ მოიძებნა" და ე.ი თქვენ შეგიძლიათ ამ დომენის დარეგისტრირება.

 

2.  შეიძენთ სასურველ ჰოსტინგს AvangardHosting.Com-ზე.

ამ მისამართზე http://www.avangardhosting.com/geo/s_lamp.htm შეარჩვეთ სასურველ ჰოსტინგ გეგმას და დააწკაპუნებთ ღილაკზე „შეკვეთა".

შემდეგ გვერდზე უნდა ჩაწეროთ თქვენი შერჩეული .ge დომენი, რისთვისაც აირჩევთ მე-3 ვარიანტს ანუ „მე უნდა განვაახლო ჩემი nameserver-ები უკვე არსებულ დომენზე ან მე დავარეგისტრირებ ახალ დომენს." ანუ იგივე ინგლისურად „I will update my nameservers on an existing domain Or I will register a new domain."

შემდეგ თქვენ გააგრძელებთ სურვილისამებრ და საბოლოდ დააწკაპუნებთ ღილაკზე „შეკვეთის დასრულება".

ბოლოს, თქვენ უნდა განახორციელოთ გადახდა თქვენს მიერ არჩეული გადახდის მეთოდით. მხოლოდ გადახდის შემდეგ AvangardHosting.Com-ისგან მიიღებთ ჰოსტინგს, თავისი ინსტრუქციით და NS-ებს.

 

3. აფორმებთ .ge დომენის რეგისტრაციას.

ავსებთ ან ონლაინში ან სიგჯ-ის ოფისში .გე დომენის რეგისტრაციის ფორმას და ჩაწერთ AvangardHosting.Com-ისგან მიღებულ NS-ებს.

აქ არის ონლაინში შესავსები ფორმა ფიზიკური პირებისთვის და ფორმა იურიდული პირებისთვის . (შეგახსენებთ, რომ ფორმის შევსება და ინტერნეტით გაგზავნა თავიდან მაინც არ აგაცილებთ სიგჯ-ის ოფისში ფიზიკურად მისვლას, რადგან იქ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი და ხელმოწერა უნდა დაიტოვონ.)

 

4. საბოლოოდ, 7 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდება თქვენი .ge დომენი.

საბოლოოდ, 7 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდება თქვენი .ge დომენი, რის შესახებაც შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ.ფოსტაზე სიგჯ-ისგან. იმავე ელ.ფოსტაში იქნება ამ დომენის ღირებულების გადახდის ინსტრუქცია.

 

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა .ge დომენის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შეგიძლაით დაგვიკავშირდით ან ტელეფონზე ან ამ ლინკზე.

  • 201 Users Found This Useful
Was this answer helpful?

Related Articles

Can I add an A record to my DNS server to point to your servers?

Yes, you can do this provided you know the IP address for the server where you are hosted. This...

Can I Have My Contact Information Removed From Whois?

Your valid contact information is required for domain registration. By default, that information...

Can I transfer my existing domain to Avangard Hosting?

Yes, you can. We do not require you to transfer your domain name registration for us to be your...

I no longer want my old domain but want to keep the space and use it for something esle. How can I change my domain name?

We can change your primary domain name on your account. There is no charge. You will need to...

What should I set my technical contact to with my registrar if my site is hosted at AvangardHosting?

First Name: System Last Name: Admin Organization Name: Avangard Hosting, Inc. Street Address:...