შექმენით თქვენივე ვებ სიათი თქვენ თვითონ!

ისე განვითარდა და მომრავლდა ინტერნეტ ვებ სიათების შემქმნელი პროგრამები, რომ უკვე შესაძლებელია ყველამ თვითონ შექმნას თავისი ვებ საითი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება პროფესიონალის მიერ შექმნილ ვებ სიათს.

არსებობს საითების შექმნის ორი გზა:

1. ოფლაინში ანუ თქვენს კომპიუტერში დაინსტალირებული პროგრამის მეშვეობით. ამ შემთხვევაში თქვენ მარტივი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ქმნით ვებ საითს თქვენსავე კომპიუტერში და შემდეგ უკვე გამზადებულს ათავსებთ ვებ სერვერზე ანუ ჰოსტზე.

ამისათვის გამოიყენება ისეთი პოპულარული პროგრამები როგორებიცაა:

MS FrontPage - ეს პროგრამა გამოირჩევა თავისი გამოყენების სიმარტივით და MS Office (Word, Excel, Access, PowerPoint, Publisher) პოპულარულ პროდუქტებთან მოქნილი ინტეგრაციით. მას გააჩნია ბევრი მზა ვებ საითების ნიმუშები ანუ შაბლონები, რომელთა გამოყენება თქვენი ინტერესების შესაბამისად ძალიან მოხერხებულია.

MS Word - რამდენიმე გვერდიანი მარტივი საითის შესაქმნელად შესაძლებელია მისი გამოყენება, რომელიც უაღრესად მარტივია გამოსაყენებლად და უსწრაფესი საშუალებაა.

Adobe DreamWeaver - ეს პროგრამაც შედარებით მარტივია გამოსაყენებლად და მასაც აქვს მზა ვებ საითების ნიმუშები, რომლებიც იოლად შეგძლიათ გამოიყენოთ თქვენი ვებ საითის შესაქმნელად. ამავე დროს ეს პროგრამა ბევრი მძლავრი ფუნქციებითაა აღჭურვილი, რის გამოც იგი პროფესიონალებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2. ონლაინში ანუ ჰოსტზე დაინსტალირებული პროგრამის მეშვეობით. ამ შემთხვევაში სერვერზე ანუ ჰოსტზე დაინსტალირებული მარტივი პროგრამის მეშვეობით თქვენ ქმნით ვებ საითს პირდაპირ სერვერზე და არა თქვენს კომპიუტერში. ამისათვის გამოიყენება ე.წ. საითის მართვის სისტემები ანუ CMS. აგრეთვე ამ სისტემების მეშვეობით შესაძლებელია ვებ საიტის შექმნაზე ჯგუფურად მუშაობა, სამუშაოს ფუნქციონალურად გაყოფას გზით.

ამ ტიპის მარტივი პოპულარული პროგრამებია: Mambo, Joomla!, SiteBuilder, PHP-Nuke, phpWCMS, phpWebSite, Post-Nuke, Geeklog, Templates Express, Siteframe, Xoops.

ყველა ეს პროგრამა ჩართულია და გამზადებულია მომხმარებელთა მიერ გამოსაყენებლად Avangard Hosting -ის ვებ ჰოსტინგზე, ასე რომ მისი მოძიება და განთავსება მომხმარებლებს აღარ მოუწევთ.

ამრიგად, თუ ელემენტარული კომპიუტერული უნარ-ჩვევები გაგაჩნიათ და გიყვართ საკუთარი ხელით სიახლეების შექმნა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ განაცვიფროთ მსოფლიო თქვენივე ხელით შექმნილი ინტერნეტ შედევრით.

მაგრამ, თუ თქვენ რაიმე მიზეზით ვებ საითის შესაქმნელად დრო არ გაქვთ ან გეზარებათ ან უბრალოდ თვლით, რომ მანიც პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, მაშინ ასეთი მეპურე ვებ მასტერები ძალიან ბევრია და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მათ დახმარებას მიმართოთ. ამისათვის, ვებ მასტერებს უნდა ჰქონდეთ სამუშაოდ ისეთი უნივერსალური და სრულყოფილი ჰოსტინგი, როგორსაც Avangard Hosting გთავაზობთ, რომ მათ შეძლონ ყველაფრის გაკეთება რასაც კი მოიფიქრებთ.

  • 81 användare blev hjälpta av detta svar
Hjälpte svaret dig?

Relaterade artiklar

What is CGI?

CGI stands for Common Gateway Interface. It's used to provide interactivity and turn static pages...

რატომ ჯობია გლობალური ჰოსტინგი ქართულ ჰოსტინგის?

კარგი გლობალური ჰოსტინგი ბევრად ჯობია კარგ ქართულ ჰოსტინგს! ამ გაცხადების საფუძველი არის ის, რა...

Do you support .htaccess?

Yes we do. Several of the features in Cpanel can also be set by editing the .htaccess file in a...

What does CHMOD mean?

It means to set a certain permission on the file or directory. The most common chmod commands are...

დავირუსებული მაქვს საიტი და როგორ ვუშველო?

გასაგებია, ძალიან ცუდია დავირუსებული საიტი და დროზე უნდა შველა, მაგრამ პანიკას ნუ მიეცემით....