ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომენური სახელის მყიდველს, მაგალითად .com, .org, .net, .info, .biz და სხვა რამდენიმე, აქვს დომენური სახელის ფლობის, სარგებლობისა და გასხვისების (გაყიდვის) უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მინიმალური პერიოდია 1 წელი, ხოლო მაქსიმალური 10 წელი. თუმცა მის მფლობელს ყოველთვის აქვს უფლება განაახლოს საკუთრების უფლება რამდენჯერაც მას სურს. (აქ სპეციალურად ვახსენეთ ზოგადი გლობალური გაფართოების დომენური სახელი, რადგან წესები განსხვავებულია სპეციალური და ქვეყანაზე დამყარებული გაფართოების მქონე დომენურ სახელებზე, მაგ. .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it და ა.შ. მათ ყველას თავ-თავისი წესები აქვთ, რომლებიც უფრო მკაცრია ვიდრე ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომენური სახელების შემთხვევაში. მაგალითად, .ge ანუ ქართული გაფართოების დომენური სახელის შეძენის შემთხვევაში თქვენ უფრო შეზღუდული უფლებები გაქვთ, კერძოდ, თქვენ უნდა იყოთ საქართველოს იურიდიული ან ფიზიკური პირი და მოგენიჭებათ მხოლოდ ფლობის და სარგებლობის უფლება და არანაირი გასხვისების (გაყიდვის) უფლება, არც სხვაზე გაჩუქების უფლება. ამავე დროს შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ 1 წლის ვადით, რის მერე ისევ უნდა განაახლოთ იგი)
- 1 användare blev hjälpta av detta svar
Relaterade artiklar
რა სიმბოლოები და რამდენი სიმბოლოა დასაშვები დომენში ანუ დომენურ სახელში?
დომენური სახელი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ასოების, ციფრების და დეფისისგან ”-”. მათი...
ვინ არეგულირებს დომენს ანუ დომენურ სახელებს მსოფლიოში?
დომენური სახელების ფლობის, სარგებლოს და გასხვისების პროცესს არეგულირებს - სახელებისა და ნომრების...
რა ღირს დომენი?
დომენური სახელის ნომინალური ღირებულება ანუ თვითღირებულება არის დაბალი და მას ჩვენს სპეციალურ...
Transferring your .EU Domain Name
In case of a .EU Domain Name Transfer, the Expiry date is updated to 1 year from the date of...
დომენის ვადის გასვალა და მისი დაკარგვა
აუცილებელია თქვენი დომენი განაახლოთ დომენის ვადის გასვლამდე! მიუხედავ ამისა, ავანგარდ...
