ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომენური სახელის მყიდველს, მაგალითად .com, .org, .net, .info, .biz და სხვა რამდენიმე, აქვს დომენური სახელის ფლობის, სარგებლობისა და გასხვისების (გაყიდვის) უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მინიმალური პერიოდია 1 წელი, ხოლო მაქსიმალური 10 წელი. თუმცა მის მფლობელს ყოველთვის აქვს უფლება განაახლოს საკუთრების უფლება რამდენჯერაც მას სურს. (აქ სპეციალურად ვახსენეთ ზოგადი გლობალური გაფართოების დომენური სახელი, რადგან წესები განსხვავებულია სპეციალური და ქვეყანაზე დამყარებული გაფართოების მქონე დომენურ სახელებზე, მაგ. .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it და ა.შ. მათ ყველას თავ-თავისი წესები აქვთ, რომლებიც უფრო მკაცრია ვიდრე ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომენური სახელების შემთხვევაში. მაგალითად, .ge ანუ ქართული გაფართოების დომენური სახელის შეძენის შემთხვევაში თქვენ უფრო შეზღუდული უფლებები გაქვთ, კერძოდ, თქვენ უნდა იყოთ საქართველოს იურიდიული ან ფიზიკური პირი და მოგენიჭებათ მხოლოდ ფლობის და სარგებლობის უფლება და არანაირი გასხვისების (გაყიდვის) უფლება, არც სხვაზე გაჩუქების უფლება. ამავე დროს შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ 1 წლის ვადით, რის მერე ისევ უნდა განაახლოთ იგი)
- 1 Користувачі, які знайшли це корисним
Схожі статті
Почему домен т.е. доменное имя такое важное?
Кроме того, что доменное имя даёт возможность связаться с вами и вашей компанией являясь интернет...
Что такое домен и почему оно такое важное?
Что такое доменное имя? Что означает принадлежность доменного имени? Какие символы и...
რა სიმბოლოები და რამდენი სიმბოლოა დასაშვები დომენში ანუ დომენურ სახელში?
დომენური სახელი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ასოების, ციფრების და დეფისისგან ”-”. მათი...
.ge ანუ .გე დომენის რეგისტრაცია
.ge ზონაში ანუ ქართული დომენური სახელების ოფიციალური რეგისტრატორია მხოლოდ ერთი ორგანიზაცია -...
.us domain registration
.us is the Internet country code top‐level domain (ccTLD) for the United States and was...
