Еnglish     Русский     ქართული   
 
 
    

რა არის ვებ საითი და რატომაა იგი ასე მნიშვნელოვანი?

ვებ საითის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ იმის გამო რომ აქ არაა ამის დრო და არც თქვენ ხართ გაუთვითცნობიერებელი ვებ საითში, მხოლოდ მოკლედ შევეხებით მის მნიშვენლობას.

ვებ სიათი არის თქვენი სახე ანუ იმიჯი, სავიზიტო ბარათი მთელი მსოფლიოს წინაშე, ამიტომ მის შექმნას ძალზე სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. კლიენტი თუ პარტნიორი თქვენ ჯერ თქვენი ვებ სიათით გაგიცნობთ და მერე უშუალოდ დაიჭერს თქვენთან ურთიერთობას თუ ჩათვლის, რომ თქვენ საინტერესო და სერიოზული პიროვნება ან ორგანიზაცია ხართ.

ვებ საითი იაფი და ამავედროს მძლავრი სარეკლამო-საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც სულ უფრო და უფრო ავიწროებს სატელევიზიო, რადიო და ბეჭვდით სარეკლამო-საინფორმაციო საშუალებებს. ზოგიერთ დარგებში კი მას საერთოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ რეალურ ცხოვრებასთან, დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო მისმართი, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ მოგძებნით; ჰოსტინგი არის მიწის ფართი; ხოლო ვებ საითი არის შენობა, რომელიც განთავსებულია ამ მიწის ფართზე. ამიტომ ეს სამივე კომპონენტი შეუცვლელია და უპირობოდ აუცილებელი.

 

გაეცანით ასევე:

რატომ თვითონაც არ აკეთებს Avangard Hosting ვებ საითებს კლიენტებისთვის?

შექმენით თქვენივე ვებ სიათი თქვენ თვითონ!

 

ჩვენი მასალების კოპირება და გამოყენება აკრძალულია თუ არ იქნა მითითებული ინფორმაციის წყაროდ www.AvangardHosting.com
Send mail to info@avangardhosting.com with questions or comments about this web site. | Copyright © Avangard Hosting International | Terms | Privacy
New York, USA; London, UK; Moscow, Russia; Kiev, Ukraine; Tbilisi, Georgia; Yerevan, Armenia; Baku, Azerbaijan